ახალი ამბები

17 მაისის საქმეზე ბრალდებული ერთი მღვდლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა

1 აგვისტო, 2013 • 1315
17 მაისის საქმეზე ბრალდებული ერთი მღვდლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა

მოსამართლის განცხადებით, საქმეში არსებობს მხოლოდ ერთი ვიდეომასალა, სადაც ისმის გინება და, როგორც მოსამართლემ აღნიშნა, კიდეც რომ დადასტურდეს ის ფაქტი, რომ ნამდვილად თამაზ ბიჩინაშვილი იგინება, ეს არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისათვის, რომ მან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული.

 

პროკურატურას კი მისთვის ბრალი წაყენებული ჰქონდა სიხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას – ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

 

მამა ანთიმოზ (ბიჩინაშვილი)
მამა ანთიმოზ (ბიჩინაშვილი)

ამავე საქმეზე ამავე მუხლით ბრალდებულია კიდევ ოთხი ადამიანი, მათ შორის, ასევე, ერთი სასულიერო პირი – ირაკლი ბასილაია (მამა იოთამი), რომელთა საქმის არსებითი განხილვა 15 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება.

 

17 მაისის საქმეზე სისხლის სამართლის 161-ე მუხლით ბრალი ჰქონდათ წაყებებული თამაზ ბიჩინაშვილს (მამა ანთიმოზი), ირაკლი ბასილაიას (მამა იოთამი), ტიტალ დავრიშიანს, ბექა სალუქვაძესა და გიორგი ბასიაშვილის. ეს მუხლი ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

დღეს დასრულდა აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა, ხოლო არსებითი განხილვა მხოლოდ ოთხი პირის მიმართ გაგრძელდება.

 

17 მაისს, ტრანსფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში უნდა გამართულიყო აქცია-ფელშმობი, რისი საშუალებაც უფლებადამცველებს არ მისცეს სასულიერო პირებმა, მრევლმა და ადამიანების ჯგუფმა, რომლებმაც კონტრაქცია გამართეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი