ახალი ამბები

ელიზაბეტ მეორემ საქართველოს პატრიარქს აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე მიულოცა

25 დეკემბერი, 2017 • 1880
ელიზაბეტ მეორემ საქართველოს პატრიარქს აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე მიულოცა

გაერთიანებული სამეფოს  დედოფალმა, ელიზაბეტ მეორემ, კათალიკოს პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე მოულოცა. განცხადებას ავრცელებს ბრიტანეთის საელჩო საქართველოში.

“მოხარული ვარ, მის უწმინდესობას გულთბილად მოვულოცო მისი კათოლიკოს-პატრიარქად არჩევის მე-40 იუბილე. თბილად მახსენდება ჩვენი შეხვედრა თქვენი ვიზიტის დროს ლონდოში 2011 წელს. მიხარია, რომ ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის ღრმავდება. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას. ” – ნათქვამია დედოფლის წერილში.

https://www.facebook.com/ukingeorgia/photos/a.689556611062443.1073741843.154873414530768/1945386382146120/?type=3&theater

დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღსაყდრებიდან 40  წლის იუბილეს სვეტიცხოველში აღნიშნავს.  ილია მეორე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1977 წლიდანაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი