ახალი ამბები

სტეფანწმინდა-ლარსზე გაჩერებულ მგზავრებს საკვები პროდუქტები ურიგდებათ – სამინისტრო

25 დეკემბერი, 2017 • 2095
სტეფანწმინდა-ლარსზე გაჩერებულ მგზავრებს საკვები პროდუქტები ურიგდებათ – სამინისტრო

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსზე გაჩერებულ მგზავრებს საკვები პროდუქტები ურიგდებათ, ამ ინფორმაციას ინფრასტუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობებით გამოწვეული ზვავსაშიშროების გამო მცხეთა-სტეფანწმინდა- ლარსის გზაზე გაჩერებულ მძღოლებს და მგზავრებს საკვები პროდუქტი დაურიგდებათ. აღნიშნული საავტომობილო გზის
სხვადასხვა მონაკვეთზე სპეციალური რეჟიმები მოქმედებს.

მგზავრებს და მძღოლებს, რომლებიც აღნიშნული პრობლემის გამო ვერ ახერხებენ გადაადგილებას, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი საკვები პროდუქტებით პერიოდულად ამარაგებს. ასევე, რამდენიმე ადგილას განთავსდა ბიოტუალეტები, აცხადებს სამინისტრო.

საქართველოს მასშტაბით რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზებზე სხვადასხვა სახის შეზღუდვებია დაწესებული:

[checklist]

  • საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
  • მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია, ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჭაჯვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ასევე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
  • მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
  • ინტენსიური თოვამ პრობლემები შექმნა ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის
    საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე. აღნიშნულ მონაკვეთზე
    აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა,
    ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
  • ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 71-ე კმ-ზე (ამბროლაურთან)
    დიდი მოცულობის კლდოვანი მასის ჩამოწოლის გამო, აკრძალულია ყველა სახის
    ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია სოფელ იწა
    და სოფელ ახალსოფელზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო
    გზებზე.
  • დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ჟინვალი-ბარისახო- შატილის საავტომობილო გზის
    კორშა-შატილის მონაკვეთზეც, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
    აკრძალულია. ამავე გზის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა
    თავისუფალია.

[/checklist]

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელი ამინდი 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით- 25-26 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი. 27 – 30 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. 31 დეკემბერს კი საქართველოში შენარჩუნდება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.

მასალების გადაბეჭდვის წესი