ახალი ამბები

შემოსავლების სამსახურის 3 თანამშრომლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

25 დეკემბერი, 2017 • 1317
შემოსავლების სამსახურის 3 თანამშრომლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის სამმა თანამშრომელმა გამორჩენის მიღების მიზნით ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს 10 000 ლარის ოდენობით ჯარიმა არ გამოუწერა.

“ბრალდებულებმა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას გამოავლინეს სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი, რაზეც კანონის შესაბამისად,  მეწარმის მიმართ უნდა გაფორმებულიყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი 10 000 ლარით დაჯარიმების თაობაზე. ამის მაგივრად,  ბრალდებულებმა ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და  მეწარმე სუბიექტისათვის, გამორჩენის მიღების მიზნით, გამოვლენილ კანონდარღვევის ფაქტზე კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი რეაგირება არ განახორციელეს. აღნიშნული ქმედებით კი,  სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მიადგა,”- აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3 წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი