ახალი ამბები

უკრაინაში 25 დეკემბერი ოფიციალურად უქმე დღედ გამოცხადდა

25 დეკემბერი, 2017 • 3135
უკრაინაში 25 დეკემბერი ოფიციალურად უქმე დღედ გამოცხადდა

უკრაინაში შობის დღესასწაულს წელს პირველად 25 დეკემბერს აღნიშნავენ, რის გამოც 25 დეკემბერი ოფიციალურად უქმე დღედაა გამოცხადებული.  ამის შესახებ უკრაინული გამოცემა UNIAN  წერს.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ამა წლის 29 ნოემერს კანონს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, 25 დეკემბერი ოფიციალურად გამოცხადდა სადღესასწაულო და უქმე დღედ.  კანონი ძალაში 2 დეკემბერს შევიდა.

25 დეკემბრის უქმე დღედ გამოცხადების ინიციატივა უმაღლეს რადაში კულტურის კომიტეტმა შეიტანა. ამ გადაწყვეტილებას დეპუტატების უმრავლესობამ, 238 მათგანმა დაუჭირა მხარი. თუმცა აღსანიშნავია, რომ უკრაინის შრომის კოდექსის 73-ე მუხლში გათვალისწინებული ცვლილებით, უქმე დღედ 7 იანვარიც რჩება. ამავე ცვლილების მიხედვით, 2 მაისი “მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე” უქმე დღედ აღარ ითვლება.

აქამდე უკრაინაში, როგორც საქართველოში, რუსეთში, სერბეთში, მაკედონიაში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ეთიოპიაში, ერიტრეასა და ეგვიპტეში შობას მხოლოდ 7 იანვარს აღნიშნავენ. ვრცლად იმის შესახებ, თუ სად აღინიშნება შობა 7 იანვარს და სად 25 დეკემბერს, შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი