ახალი ამბები

დინამოსთან, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

25 დეკემბერი, 2017 • 2537
დინამოსთან, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

თბილისში, დინამოს სტადიონის მიმდიებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარია. ჯერჯერობით არ ვიცით, დაშავდა თუ არა ვინმე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველი ჯგუფია გაგზავნილი. ჯერჯერობით ამის მეტი ინფრომაცია არ გვაქვს.

უახლეს ინფორმაციას ნეტგაზეთი ეტაპობრივად მოგაწვდით.

ხანძარი დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელ კორპუსში. 25.12.2017. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

დაახოლოებით 01:00 საათზე სასტუმრო “თბილისი რუმსშიც” გაჩნდა ხანძარი, სადაც ლოკალიზებაზე 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. მეხანძრე-მაშველებმა სასტუმრო დააცარიელეს, სტუმრების ნაწილი ლენტის მეორე მხრიდან აკვირდება ხანძრის ქრობის პროცესს.

მასალების გადაბეჭდვის წესი