ახალი ამბები

სასტუმრო “თბილისი რუმსში” ხანძარია

25 დეკემბერი, 2017 • 2911
სასტუმრო “თბილისი რუმსში” ხანძარია

თბილისში, სასტუმრო “რუმსში” ხანძარია. როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზებაზე მუშაობა.

სააგენტოს ინფორმაციით, სასტუმროდან პერსონალი და სტუმრები გამოიყვანეს. მათივე ცნობით, დაშავებული ამ ეტაპზე არავინაა, თუმცა დარჩენილია თუ არა ჯერ კიდევ შენობაში ვინმე, დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს.

ნეტგაზეთი დამატებით დეტალებს ეტაპობრივად გაგაცნობთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი