ახალი ამბები

საქართველოს ხვალ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი ეწვევა

24 დეკემბერი, 2017 • 2046
საქართველოს ხვალ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი ეწვევა

ხვალ, 25 დეკემბერს, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჟ სარქსიანისა და რიტა სარქსიანის ოფიციალური ვიზიტი დაიწყება.

სომხეთის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, კათოლიკოს – პატრიარქთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

სერჟ სარქსიანის ოფიციალური დახვედრის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, სადაც შედგება ასევე საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების პირისპირ და დელეგაციებთან ერთად, გაფართოებული ფორმატის შეხვედრები. სასახლეშივე გაკეთდება ქართველი და უცხოური მედიისათვის განცხადებები.

სერჟ სარქსიანი საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი