„ლაქტალის“ ბავშვთა კვების პროდუქტები სარეალიზაციო ქსელიდან სრულად ამოღებულია

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან მიიღო ახალი შეტყობინება, რომელიც ეხება პრევენციული ღონისძიებების მიზნით, ფრანგული კომპანია „ლაქტალის ინთერნეიშენალის“ მიერ 2017 წლის 15 თებერვლის შემდეგ წარმოებული ბავშვთა კვების პროდუქტების სარეალიზაციო ქსელიდან სრულად ამოღების ვალდებულებას. აღნიშნული შეტყობინება ყველა იმ ქვეყანას გაეგზავნა, სადაც ხდება აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის იმპორტი.

სააგენტოს მითითებით და ზედამხედველობით, ფრანგული კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში – “ლაქტალის ჯორჯია” „ლაქტალის ინთერნეიშენალის“ წარმოებული ყველა სახის პროდუქტის ქსელიდან ამოღებას ახორციელებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში „ლაქტალის ინთერნეიშენალის“ წარმოების მხოლოდ „სელიას“ ბრენდის შემდეგი პროდუქტებია იმპორტირებული:

  • CELI LF NEUTRE 400G X12 PROMAT;
  • CELIA Expert 1 400g;
  • CELIA Expert 1 900g;
  • CELIA Expert 2 900g;
  • CELI EXPERT 2 400 g;
  • CELI EXPERT 3 900 g;
  • CELI EXPERT 3 400G;
  • CELIA Nutrition 1 300g;
  • CELIA Nutrition 3 300g;
  • CELIA PRE 400g;
  • CELI AR 400G;
  • CELI HA NEUTRE 400G;
  • CELI MAMA 400G;
  • CELIA AD 350g;
  • CELIA Digest 400g;
  • CELI ALLERNUTRI PEPTIDE FRAR 12X400G ALG;
  • CELI AR LBG B 400G X12 ALG;
  • CELI AD 350GX12 AVEC LACT NEUTRE PROMAT;
  • CELI PREMA 400G x12 NV SS PAL NEUTRE;
  • CELI DIGEST 400G X12 PROMAT;
  • CELI ALLERNUTRI PEPTIDE FRAR 12X400G ALG;
  • CELI AR LBG B 400G X12 ALG;
  • CELI PREMA 400G x12 NV SS PAL NEUTRE.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის 11 დეკემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავალა ბიზნესოპერატორს, შეეჩერებინა ორგანიზაციის დანართში მითითებული „სელიას“ პროდუქციის პარტიების რეალიზაცია და სარეალიზაციო ქსელიდან მისი ამოღება. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოდან გვაცნობეს, აღნიშნული პროდუქციის რეალიზაციიდან ამოღების პროცესი უკვე მიმდინარეობს.

11 დეკემბერს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გაავრცელა შეტყობინება „ლაქტალის ინთერნეიშენალის“ მიერ 2017 წლის 15 თებერვლიდან წარმოებული პარტიების რეალიზაციის შეჩერების შესახებ ყველა ქვეყანაში, სადაც ექსპორტი ხორციელდებოდა. აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენდა მიმდინარე წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში საფრანგეთში „სალმონელა აგონათი“ ბავშვების ინფიცირების 26 შემთხვევა.

ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგად, ეჭვი მიიტანეს „ლაქტალის ინთერნეიშენალის“ მიერ წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებზე – Picot Lait Picot SL sans Lactose 350 g,; Milumel Bio 1 900g;, Picot peptide junior sans Lactose 460g.. დასახელებული ბრენდებიდან „პიკოს“ და „მილუმელის“ პროდუქციის იმპორტი საქართველოში არ ხდება. თუმცა, პრევენციის მიზნით, გამოთხოვილი სურსათის ჩამონათვალში აღმოჩნდა ბრენდ “სელიას“ რამდენიმე პარტია და საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, პროდუქციის რეალიზაცია მაშინვე შეჩერდა.

კომპანია ლაქტალის პორდუქტებია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.