ახალი ამბები

სახელმწიფო უნივერსიტეტებს იურიდიული სტატუსი შეეცვალათ

31 ივლისი, 2013 • • 1145
სახელმწიფო უნივერსიტეტებს იურიდიული სტატუსი შეეცვალათ

სტატუსის შეცვლა 2013 წლის 15 სექტემბრამდე უნდა მოხდეს, რის შემდეგაც სახელმწიფო უნივერსიტეტების დამფუძნებლად განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. უნივერსიტეტების წესდებასაც სამინსიტრო დაამტკიცებს. 

 

იურიდიული სტატუსის ცვლილებას უარყოფითად აფასებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევაზეძე.

 

“ხელისუფლებიდან იყო დაპირება, რომ უნივერსიტეტების სტატუსი მათი ნების საწინააღმდეგოდ არ შეიცვლებოდა.

საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეს სურვილი არ გამოუთქვამს და ეს ჩვენი სურვილის წინააღმდეგ მოხდა. ამ სტატუსის ცვლილების შემდეგ სამინისტროს შეუძლია გააუქმოს უნივერსიტეტის ნებისმიერი გადაწყვეტილება, როცა უნივერსიტეტს სჭირდება სესხი გარკვეული საქმიანობისთვის, ეს უნდა დაამტკიცოს ფინანსთა სამინისტრომ, დაახლოებით სამჯერ გვიძვირდება წიგნების შესყიდვა. ააიპ–ის შეუძლია აკეთოს ყველაფერი, რაც არ არის აკრძალული, სსიპ–ს კი მხოლოდ იმის კეთება შეუძლია, რაც დაშვებულია. 

 

ეს უნივერსიტეტების განვითარებაზე იქონიებს უარყოფით გავლენას, რადგან რაც უფრო დამოუკიდბელია უნივერსიტეტი, განვითარების მით უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს. ჩვენი მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით იყო მხოლოდ წინააღმდეგობა”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ.

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა იურიდიული სტატუსი შეეცვალა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, შოთა მესხიას  ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, თბილისის სახელმწფიო სამედიცინო უნივერსიტეტს და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

 

“ნეტგაზეთი” შეეცადა დაკავშირებოდა სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებთან დაკავშირებას. მათ პოზიციას ჩვენ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი