ახალი ამბები

დავით ნარმანია და გოჩა შონია სემეკის წევრებად აირჩიეს

22 დეკემბერი, 2017 • 2568
დავით ნარმანია და გოჩა შონია სემეკის წევრებად აირჩიეს

დღეს, 22 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია და სემეკის ყოფილი წევრი გოჩა შონია სემეკის წევრებად 6 წლის ვადით აირჩია.

დავით ნარმანიას კანდიდატურას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო გოჩა შონიას კანდიდატურასაც- 83-მა დეპუტატმა.

დავით ნარმანია 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 14 აპრილამდე  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო, შემდეგ კი – 2017 წლამდე თბილისის მერის თანამდებობას იკავებდა.

გოჩა შონია 2011-2017 წლბში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი იყო, 2017 წელს კი – ამავე კომისიის თავმჯდომარის მრჩეველი. პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილებით, იგი კვლავ კომისიის წევრად ბრუნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი