ახალი ამბები

შსს-ს ცნობით, ფონიჭალაში სამი ნარკორეალიზატორი დააკავეს [ვიდეო]

22 დეკემბერი, 2017 • 1656
შსს-ს ცნობით, ფონიჭალაში სამი ნარკორეალიზატორი დააკავეს [ვიდეო]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფონიჭალაში სამი ნარკორეალიზატორი დააკავეს. მათ ბრალად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება ედებათ.

დაკავებულია სამი პირი: 46 წლის ე.მ., 30 წლის ს.მ. და 41 წლის ზ.ქ. მათთვის წაყენებული ბრალი 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, ზ.ქ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. პოლიციამ დაკავებულების მიერ გაყიდული 6 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და 9 შეკვრად დაფასოებული ე.წ. “სირეცი” ნივთმტკიცებად ამოიღო,”- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებაზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

მასალების გადაბეჭდვის წესი