ახალი ამბები

პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა

22 დეკემბერი, 2017 • 1624
პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა

პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა 103 ხმით, 17-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 13 ნოემბერს გაასაჯაროა, მინისტრთა პორტფელები შემდეგნაირად არის განაწილებული:

  • დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების მინისტრი, პირველი ვიცეპრემიერი;
  • გიორგი გახარია, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცეპრემიერი;
  • მიხეილ ჯანელიძე, საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრი, ვიცეპრემიერი;
  • მამუკა ბახტაძე, ფინანსთა მინისტრი;
  • მიხეილ ჩხენკელი, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი;
  • მიხეილ გიორგაძე, კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრი;
  • ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;
  • დავით სერგეენკო, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი;
  • სოზარ სუბარი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი;
  • ზურაბ ალავიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
  • ლევან იზორია, საქართველოს თავდაცვის მინისტრი;
  • თეა წულუკიანი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი;
  • კახა კახიშვილი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი;
  • ქეთევან ციხელაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.

მთავრობის დამტკიცების პროცესი პარლამენტში ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. 20 დეკემბერს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრსა და ენმ-ის დეპუტატ ნიკა მელიას შორის კამათი  დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც პრემიერმა მელიას აგინა. 

პარლამენტში ხმაური და დაპირისპირება იყო 21 დეკემბერსაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი