ახალი ამბები

პარლამენტში მელიას გამოსვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა [ვიდეო]

22 დეკემბერი, 2017 • 2162
პარლამენტში მელიას გამოსვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა [ვიდეო]

პარლამენტში ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. საკუთარ სიტყვით გამოსვლაში დეპუტატი გუშინდელ ინციდენტზე საუბრობდა, რომლის დროსაც მას პრემიერ-მინისტრმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ნიკა მელიას გამოსვლა პარლამენტში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა:

“ვფიქრობდი, აქვს კი აზრი თქვენ მოგმართოთ მას შემდეგ, რაც გუშინ იკადრა თქვენი პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელმა. მაგრამ გუშინდელი დღე არის არაფერი დღევანდელთან შედარებით. მთელმა “ქართული ოცნების” გუნდმა მხარი კი არ აუბით, უბრალოდ, წაახალისეთ ძალადობა და თქვენ ღირსების დაცვის ეგიდით, რეალურად, ახალი ბიძგი მიეცით დაპირისპირებას და ურთიერთქიშპობას ამ ქვეყანაში”  – თქვა ენმ-ის დეპუტატმა.

ნიკა მელია სიტყვით გამოსვლის შემდეგ იმ ადგილისკენ წავიდა, სადაც პრმიერ-მინისტრი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. სიტუაციის განმუხტვა პარლამენტის თავმჯდომარემ მანდატურებს სთხოვა, ნიკა მელიას კი მიმართა- ან დარბაზში ადგილი დაეკავებინა, ან სხდომათა დარბაზიდან გასულიყო.

ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტში, ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა

Posted by netgazeti.ge on Thursday, 21 December 2017

რამდენიმეწუთიანი ხმაურისა და დაპირისპირების შემდეგ სიტუაცია განიმუხტა და სხდომა გაგრძელდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი