ახალი ამბები

პრემიერმა პარლამენტში პროგრამის წარდგენა ილია მეორისთვის მილოცვით დაასრულა

21 დეკემბერი, 2017 • 2021
პრემიერმა პარლამენტში პროგრამის წარდგენა ილია მეორისთვის მილოცვით დაასრულა

გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობა დეპუტატების ნდობის მისაღებადაა მისული,  პროგრამის გაცნობის შემდეგ ილია მეორეს პატრირაქობის 40 წლისთავი მიულოცა.

“არ შემიძლია არ გავუსვა ხაზი იმ იუბილეს, რომელსაც ჩვენ ვუახლოვდებით. სულ რამდენიმე დღეში ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მისი პატრიარქობის, მისი მეუფების 40 წლის იუბილე უნდა მივულოცოთ. ეს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი, ვინაიდან ამ 40 წლის განმავლობაში საქართველოში სულიერება აღორძინდა, ძალიან რთულ პერიოდში პატრიარქმა მართლაც ხელში აყვანილი გამოატარა ჩვენი საზოგადოება. ეს არის ადამიანი, რომელსაც საყოველთაო პატივისცემა აქვს  მთელ ქვეყანაში (და არა მხოლოდ), მიუხედავად [ადამიანების] რელიგიური კუთვნილებისა. ეს არის ადამიანი, რომლითაც მთელი ჩვენი ქვეყანა ამაყობს. მე მინდა დიდი სიყვარულით დ აპატივისცემით მივულოცო მას ეს იუბილე”, – განაცხადა პრემიერმა.

დღეს გადაწყდება, გამოუცხადებს თუ არა პარლამენტი ნდობას მთავრობის შემადგენლობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი