ახალი ამბები

ჰომოფობიის გამო ეგვიპტიდან დევნილისთვის ლტოლვილის სტატუსზე უარი სასამართლომ გააბათილა

21 დეკემბერი, 2017 • 4037
ჰომოფობიის გამო ეგვიპტიდან დევნილისთვის ლტოლვილის სტატუსზე უარი სასამართლომ გააბათილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ეგვიპტის მოქალაქის სარჩელი, რომელიც საქართველოში თავშესაფარს ითხოვდა, რადგან სამშობლოდან ჰომოფობიის გამოა დევნილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობის” ცნობით, რომელიც „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტთან“ ერთად ვაგდი ელკორაეის ინტერესებს იცავდა, სასამართლომ გააბათილა ლტოლვილთა სამინისტროს უარი თავშესაფრის მიცემაზე  და სამინისტროს დაავალა, ახალი გადაწყვეტილება მიიღოს.

“მოსარჩელე თავის ქვეყანაში ქრისტიანული სარწმუნოებისა და სექსუალური ორიენტაციის გამო იდევნება. სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, მას პატიმრობა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი საფრთხე ემუქრება”, – აცხადებს თანასწორობის მოძრაობა.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პასუხში ეწერა, რომ ვაგდი ელკორაეი აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის შესახებ ჟენევის კონვენციის მე-15 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, თუმცა ივარაუდა, რომ მისი საქართველოში ყოფნა შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს საქართველოს ინტერესებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი