ახალი ამბები

ნისლის გამო თბილისის აეროპორტში 4 რეისი გაუქმდა

21 დეკემბერი, 2017 • 1517
ნისლის გამო თბილისის აეროპორტში 4 რეისი გაუქმდა

ნისლის გამო 21 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 4 რეისი გაუქმდა.

აეროპორტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ  გაუქმდა ვარშავის და  მიუნხენის რეისები, ასევე, სტამბოლის ორი რეისი. პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ავიაკომპანიებმა მგზავრები სასტუმროებში გადაიყვანეს.

“გარდა ამისა, ორ რეისს სტამბოლიდან და მოსკოვიდან, რომლებიც გზაში იყვნენ, ნისლის გამო მოუწიათ სათადარიგო აეროპორტებზე დამსხდარიყვნენ. შემდეგ, როცა გამოიდარ,ა თბილისში ჩამოფრინდნენ,”-აცხადებენ თბილისის აეროპორტის პრესსამსახურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი