ახალი ამბები

პატრულმა იაპონიისაგან 100 ჰიბრიდი და ელექტრომობილი მიიღო

20 დეკემბერი, 2017 • 2559
პატრულმა იაპონიისაგან 100 ჰიბრიდი და ელექტრომობილი მიიღო

იაპონიის მთავრობის გრანტის მეშვეობით საპატრულო პოლიციამ 100 ჰიბრიდი და ელექტრომობილი მიიღო. ამის შესახებ პარლამენტში შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, ეს ამბავი ორი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი- გარემოსდაცვითი კუთხით და ოპტიმიზაციის კომპონენტით.

“საქართველოში შემოვიდა 100 ჰიბრიდი და ელექტრომობილი. არსებობდა იდეა, რომ მთავრობის წევრები გადაგვესვა ამ მანქანებზე, მაგრამ ჩვენი თხოვნით ეს სატრანსპორტო საშუალებები დაეთმობა პატრულს”, – თქვა გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი