ახალი ამბები

ინფორმაციის თავისუფლების აქტი პარლამენტს თებერვალში წარედგინება – წულუკიანი

20 დეკემბერი, 2017 • 2112
ინფორმაციის თავისუფლების აქტი პარლამენტს თებერვალში წარედგინება – წულუკიანი

„ინფორმაციის თავისუფლების აქტი პარლამენტს თებერვალში წარედგინება“,  ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

“ინფორმაციის თავისუფლების აქტი პროექტის სახით მზად არის. მინდა ყველას, ვინც ჩვენთან ერთად მუშაობდა კონსტიტუციის მე-18, ევროპული სტანდარტის  მუხლზე − დეპუტატებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას, სუს-ს,  სასამართლოს, მადლობა გადავუხადო. ამან გზა გაუხსნა ინფორმაციის თავისუფლების აქტს. ეს არის ჩვენი,  „OGP“-ისა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ეს მკაფიო კონსტიტუციური ჩანაწერი საშუალებას მოგვცემს, უკვე თებერვალში მივიღოთ ინფორმაციის თავისუფლების აქტი“, − აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

რაც შეეხება კონსტიტუციის მე-18 მუხლს – გასულ კვირას პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო ახალი საკონსტიტუციო ჩანაწერი, რომელიც სწორედ ინფორმაციის თავისუფლებას, კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოებში დაცულ საჯარო ინფორმაციას ეხება. არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვდნენ, რომ ეს მუხლი არ შეცვლილიყო, რადგან მათი აზრით, ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე საკონსტიტუციო სტანდარტი უარსედებოდა. ვრცლად ამ საკითხზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი