ახალი ამბები

გაეროს წევრებს აშშ-ის ელჩი აფრთხილებს, რომ იერუსალიმზე კენჭისყრას ტრამპი დააკვირდება

20 დეკემბერი, 2017 • 1952
გაეროს წევრებს აშშ-ის ელჩი აფრთხილებს, რომ იერუსალიმზე კენჭისყრას ტრამპი დააკვირდება

აშშ გაეროს წევრი იმ ქვეყნების შესახებ ინფორმაციას ჩაინიშნავს, რომლებიც ხუთშაბათის სხდომაზე, კენჭს უყრიან იურუსალიმის საკითხს. კერძოდ, საუბარია, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიაროს და თელავივიდან იქ გადაიტანოს აშშ-ის საელჩო. გაერო ამის საწინააღმდეგო რეზოლუციის მიღებას აპირებს ხუთშაბათს, თუმცა ორშაბათს აშშ-მა ამ საკითხზე უკვე გამოიყენა ვეტოს უფლება.

აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ ტვიტერში დაწერა: 

“გაეროში ჩვენგან ყოველთვის ითხოვენ, რომ გავაკეთოთ და გავცეთ უფრო მეტი. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას ამერიკელი ხალხის ნებაზე დაყრდნობით, თუ სად განვათავსებთ ჩვენს საელჩოს, ჩვენ არ ველოდებით, რომ ისინი, ვისაც დახმარება გავუწიეთ, მიზანში ამოგვიღებენ. ხუთშაბათს გაიმართება კენჭისყრა ჩვენი გადაწყვეტილების გასაკრიტიკებლად. აშშ ყველას სახელს ჩაინიშნავს”.

გარდა ამისა, ბლუმბერგის ცნობით, აშშ-მა რამდენიმე პარტნიორ ქვეყანას გაუგზავნა წერილი, სადაც ნიკი ჰეილიმ კიდევ ერთხელ გააფრთხილა ისინი, რომ “პრეზიდენტი ტრამპი კენჭისყრას ყურადღებით დააკვირდება. მან დამავალა, დეტალური ანგარიში წარვადგინო იმ ქვეყნებზე, რომლებიც ჩვენ წინააღმდეგ მისცემენ ხმას. ჩვენ ამ საკითხზე თითოეული ქვეყნის გადაწყვეტილებას გავითვალისწინებთ მომავალში,” – აღნიშნულია წერილში.

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 6 დეკემბერს იერუსალიმის დედაქალაქად ისრაელი აღიარა და საელჩოს თელავივიდან იერუსალიმში გადატანის განკარგულება გასცა. ტრამპის განცხადებას აშშ-ის მიმართ არაერთი ქვეყნიდან კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის, ბრიტანეთის, გერმანიის პალესტინისა და საუდის არაბეთის მხრიდან, თუმცა, თავად ისრაეილის პრემიე- მინისტრი, ნეთანიაჰუ გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს და აშშ-ის პრეზიდენტის მადლიერია.

რაც შეეხება გაერთიანებული ერების გამოხმაურებას, უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ის განცხადების განხილვის შემდეგ გაეროს 14-მა წევრმა მხარი დაუჭირა ეგვიპტის მიერ შემუშავებულ რეზოულციას, რომელიც პირდაპირ არ ახსენებდა აშშ-ს, თუმცა გამოხატავდა “ღრმა მწუხარებას იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით”, აშშ-მა კი რეზოლუციას ვეტო დაადო. სხდომაზე ნიკი ჰეილიმ განაცხადა: “ ის, რაც ჩვენ უსაფრთოხების საბჭოზე ვიხილეთ, არის შეურაცხყოფა აშშ-ის მიმართ. ამას ჩვენ არ დავივიწყებთ.”

რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იერუსალიმის საკითხზე, პარტნიორებთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი