ახალი ამბები

გოგორიშვილი: პარლამენტი ფორმალურად უდგება სამთავრობო ცვლილებების განხილვას

20 დეკემბერი, 2017 • 1870
გოგორიშვილი: პარლამენტი ფორმალურად უდგება სამთავრობო ცვლილებების განხილვას

ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტი ფორმალურად უდგება სამთავრობო სტრუქტურული ცვლილებების განხილვას, რადგან პარლამენტმა მოსმენისთვის საკმარისი დრო არ გამოყო.

“ეს არ არის მთავრობის პრობლემა, პატივცემულო კოლეგებო. ამ გრაფიკში 5-6 კომიტეტი რომ ერთად არის და 2-2 საათი რომ აქვს გამოყოფილი ამ 5 და 6 კომიტეტს ერთად და ოთხ და ხუთ მინისტრს უნდა მოვუსმინოთ, ეს არის ერთადრთი რამის დემონსტრირება, რომ პარლამენტი ფორმალურად უდგება ამ საკითხს და არანაირი მნიშვნელობა შინაარსს განხილვისას არ აქვს. ეს არის პარლამენტის პრობლემა, ეს არის პარლამენტის პრესტიჟის პრობლემა და არა მთავრობის. თუმცა ობიექტურები უნდა ვიყოთ და ისიც უნდა ვთქვათ, ლარი რომ გამყარდეს, რა გვეშველება და რა რისკები ელის მთავრობას, ასეთი შეკითხვებიც არ გაგვიგია და ეს ნამდვილად პარლამენტში წინ გადადგმული ნაბიჯია,”- განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

მან ეს განცხადება გააკეთა აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ოთხი მინისტრის – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ეკონომიკის მინისტრის, რეგიონული განვითარებისა და ფინანსთა მინისტრის მოსასმენად გრაფიგაკით 2 საათი იყო გამოყოფილი. ვინაიდან განხილვა ამ ვადაში ვერ მოესწრო, კომიტეტის თავმჯდომარემ ვადა გააგრძელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი