ახალი ამბები

რუსთაველზე დაჭრილი არასრულწლოვანი რეანიმაციაში იმყოფება

20 დეკემბერი, 2017 • 1762
რუსთაველზე დაჭრილი არასრულწლოვანი რეანიმაციაში იმყოფება

19 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე დაჭრილი მოზარდი ისევ რეანიმაციაში იმყოფება. ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკიდან გვაცნობეს, რომ არასრულწლოვნის მდგომარეობა სტაბილურია.

პირველი რესპუბლიკის სახელობის სკვერში მოზარდი დაჭრეს. იგი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს და სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად ოპერაცია გაუკეთეს. როგორც ექიმი ამბობს, მოზარდს დანით მიყენებული აქვს ოთხი ჭრილობა, მათ შორის, გულისა და წელის მიდამოში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა სხვა დეტალების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში არ საუბრობენ.

დღეს, 20 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტში ყოფნისას შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ დაჭრილი მოზარდის საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მინისტრი ფიქრობს, რომ ამ დანაშაულში მონაწილე პირებსაც მალე დააკავებენ.

“გამოიკითხნენ მოწმეები. ჩვენთვის რაც ყველაზე მნიშნევლოვანი იყო, ვიცით, რომ დღეს მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. იმედია, რომ დღის ბოლომდე ახალგაზრდის მდგომარეობა გვექნება დამაკმაყოფილებელი. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო პროცედურები და ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში ამ დანაშაულში დამნაშავე პიროვნებებსაც დავაკავებთ,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი