ახალი ამბები

კალაძის თქმით, სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილებისთვის კონკრეტული საათები უნდა დაწესდეს

20 დეკემბერი, 2017 • 1769
კალაძის თქმით, სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილებისთვის კონკრეტული საათები უნდა დაწესდეს

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საცობების მოწესრიგების მიზნით სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილება უნდა დარეგულირდეს.

კახა კალაძემ დღეს, 20 დეკემბერს, გამართულ მთავრობის სხდომაზე ვიცემერს, ირაკლი ხმალაძესა და მერის მოადგილე მაია ბითაძეს სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა და მოლაპარაკებების დაწყება დაავალა.

კალაძემ განაცხადა, რომ დღის განმავლობაში სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილებასთან დაკავშირებით კონკრეტული საათები უნდა დაწესდეს.

„საცობების მოწესრიგება, რა თქმა უნდა, კომპლექსური პრობლემაა და ამას მასშტაბური მიდგომები სჭირდება, თუმცა ის კომპონენტები, რაც ნარჩენების გატანას, სამარშრუტო ტაქსების სწორ მოძრაობას, სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილებას ეხება, უნდა დარეგულირდეს, რაც ნაწილობრივ, ხელს შეუწყობს იმ პრობლემის მოგვარებას, რაც საცობებთან დაკავშირებით გვაქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი საკითხების დარეგულირებას სხვა ღონისძიებებიც მოჰყვება, რათა ქალაქში ზოგადად მოგვარდეს საცობების პრობლემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი