ახალი ამბები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში ერიკ ჰოგი უხელმძღვანელებს

19 დეკემბერი, 2017 • 2338
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში ერიკ ჰოგი უხელმძღვანელებს

ერიკ ჰოგი დღეიდან საქართველოში ევროკაშირის  სადამკვირვებლო მისიას  უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს. 

2015 წლის 14 აპრილიდან დღემდე ჰოგს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

როგორც ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში საქმიანობის დაწყებამდე ერიკ ჰოგი, 16 წლის განმავლობაში, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ორმხრივი და მრავალმხრივი დიპლომატიის საკითხებზე მუშაობდა. დიპლომატიური კარიერის მანძილზე მას ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა კოპენჰაგენში და საზღვარგარეთ არსებულ მისიებში.

იგი ასევე ჩართული იყო საორგანიზაციო, ცვლილებების მართვის და საკადრო საკითხებში. დანიელი დიპლომატის რანგში, ერიკ ჰოგი მუშაობდა დანიის საელჩოში ტალინში (2001-2004) და მოსკოვში (2010-2012). ასევე – გაეროში დანიის მუდმივ წარმომადგენლობაში ნიუ-იორკში (2007-2010). ერიკ ჰოგი კოპენჰაგენის უნივერსიტეტის  პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს ფლობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი