ახალი ამბები

უმრავლესობის წევრის თქმით, მაუწყებლობის კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს გაიზიარებს

19 დეკემბერი, 2017 • 1944
უმრავლესობის წევრის თქმით, მაუწყებლობის კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს გაიზიარებს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომბშესაძლოა მხარი დაუჭიროს  პრეზიდენტის ვეტოს მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტზე.

დავით ჭიჭინაძემ განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის ვეტო შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელზე კომერციული რეკლამის ზრდას, იგი პრეზიდენტის შენიშვნებს გაიზიარებს.

“მაგაში ნამდვილად გავიზიარებ”, – ამბობს ჭიჭინაძე.

კომერციული რეკლამის დროის გაზრდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე არის ის, რაც დავით ჭიჭინაძისთვის მიუღებელია კანონპროექტში.

“კომერციული რეკლამა, რომელიც ჩაიდო, არის დამანგრეველი. ის ახსნა-განმარტება, რომელიც მას ახლდა, რომ გინდა თუ არა, ამით მოხდება ჟურნალისტების წახალისება, თუ კარგად იმუშავებს. ჟურნალისტს უნდა აფასებდეს ხალხი და არა ხელმძღვანელობა და ეს, მგონი, არ უნდა არსებობდეს”, – ამბობს ჭიჭინაძე.

დავით ჭიჭინაძე ასევე განმარტავს, თუ რატომ დაუჭირეს მხარი პლენარულ სესიაზე კანონპროექტს.

“50-60 კაცში განიხილებოდა ეს პროექტი, ყველა ვერ ერთვებოდა. ძალიან დიდია უმრავლესობა და ამას თავისი პლუსი და მინუსი აქვს… ძალიან ძნელია 85 ადამიანის ერთდროულად შეკრება. ისეთი მცირე დრო იყო კომიტეტის შემდეგ და პლენარულ სხდომას შორის, ვერ მოვახერხეთ, ეს ჩვენი მინუსია. ინფორმაცია ვერ მივაწოდეთ კოლეგებს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღოთ”, – ამბობს ჭიჭინაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი