სემეკმა ენგურჰესსა და ვარდნილჰესს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი გაუზარდა

დღეს, 19 დეკემბერს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკმა) ჰიდროელექტროსადგურებისა და თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების 2018-2020 წლების ტარიფები დაადგინა.

ორ ჰიდროელექტროსადგურს ელექტროენერგიის წარმოების ტარფი გაეზარდა:

ჰიდროელექტროსადგურ “ენგურჰესის” შეთხვევაში, 2018-2020 წლებისათვის წარმოების ტარიფი განისაზღვრა 1.818 თეთრით/კვტსთ-ზე. 2017 წლისთვის ენგურჰესისთვის დადგენილი ტარიფი იყო – 1,496 თეთრი/კვტსთ.

“ვარდნილჰესების კასკადისთვის”  ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 2018-2020 წლებისათვის 4.002 თეთრით/კვტსთ-ზე განისაზღვრა, ხოლო 2017 წლისთვის დადგენილი ტარიფი 2,880 თეთრი/კვტსთ იყო.

რაც შეეხება თბოსადგურებს, შპს “ჯიფაუერისთვის” 2018-2020 წლების ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი განისაზღვრა 9.431 თეთრი/კვტსთ-ით. მისი ტარიფი, 2017 წლის ბოლომდე 10.537 თეთრი/კვტსთი იყო, შესაბამისად, საფასური გაიზარდა. “ჯიფაუერისთვის” სემეკმა 2018 წლისთვის გარანტირებული სიმძლავრის საფასურად 44 874 ლარი/დღეზე დაადგინა.

„გარდაბნის თბოელექტროსადგურისთვის“ კი 2018-2020 წლების ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი განისაზღვრა 8.012 თეთრით/კვტსთ-ზე. ეს უფრო ნაკლებია, ვიდრე მოქმედი ტარიფი, რომელიც 2017 წლის ბოლომდე 8.056 თეთრი/კვტსთი არის. გარანტირებული სიმძლავრის საფასურად “გარდაბნის თბოელექტროსადგურისთვის” სემეკმა 2018 წლისათვის – 383 893 ლარი/დღეზე განსაზღვრა.

„საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის“ (მე-3;მე- 4 ენერგობლოკები) 2018-2020 წლების ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი იზრდება და შეადგენს 11.511 თეთრი/კვტსთ-ზე (მოქმედი ტარიფი იყო 10.963 თეთრი/კვტსთ).

ხოლო გარანტირებული სიმძლავრის საფასურად სემეკმა 2018 წლისათვის მე-3 ენერგობლოკისთვის – 18 637 ლარი/დღეზე და მე-4 ენერგობლოკისთვის – 20 357 ლარი/დღეზე დაადგინა.

შპს „მტკვარი ენერჯის“ ელექტროენერგიის წარმოების 2018-2020 წლების ტარიფია 11.512 თეთრი/კვტსთ, რაც წარმოების მოქმედ ტარფთან შედარებით გაზრდილია – დღეს ტარიფი 11.358 კვტ/სთ-ს შეადგენს. “მტკვარი ენერჯის” გარანტირებული სიმძლავრის 2018 წლის საფასურია – 59 630 ლარი/დღეზე.

„საქრუსენერგოს“ ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი 2018-2020 წლებისათვის განისაზღვრა 0.278 თეთრით/კვტსთ-ზე, რაც აღემატება არსებულ ტარიფს – 0.180 თეთრს/კვტს-ზე.

„ენერგოტრანსისთვის” ელექტროენერგის გადაცემის ტარიფი 2018-2020 წლებისათვის განისაზღვრა 0.380 თეთრით/კვტსთ-ზე. მოქმედი ტარიფით 500 კვ ძაბვის საფეხურზე  0.387 თეთრი/კვტსთ იყო ტარიფი, ხოლო 400 კვ.  ძაბვის საფეხურზე – 0.496  თეთრი/კვტსთ.

2017 წელს მოქმედი ტარიფები შეგიძლიათ იხილოთ ამ ანგარიშში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი