რუსთაველზე დაჭრილი, სავარაუდოდ, არასრულწლოვანია

რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მეტროსთან ერთი პირი დაჭრეს. ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. სხვა ინფორმაციას უწყებაში არ გასცემენ.

როგორც სასწრაფო სამსახური იუწყება, პირს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ამჟამად დაშავებული ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი და მას ოპერაცია უტარდება.

სოციალურ ქსელ ფეისბუკში ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ დაჭრილი არასრულწლოვანია და, სავარაუდოდ, ქუჩური გარჩევის დროს დაჭრეს. მისივე ცნობით, დაჭრილი სასწრაფომ უკვე გადაიყვანა საავადმყოფოში.

შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა, სხვა დეტალების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში არ საუბრობენ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან