ახალი ამბები

ილია ელოშვილი თბილისის მერის მოადგილედ დაინიშნა

19 დეკემბერი, 2017 • 2329
ილია ელოშვილი თბილისის მერის მოადგილედ დაინიშნა

დღეს, 19 დეკემბერს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ გამართა ბრიფინგი, რომელზეც თბილისის მერის მოადგილედ ილია ელოშვილი დაასახელა.

ილია ელოშვილი ენერგეტიკის სამინისტროდან კალაძის წასვლის შემდეგ ენერგეტიკის მინისტრი იყო, მანამდე კი კალაძის მოადგილის პოსტს იკავებდა.

კალაძეს უკვე ოთხი მოადგილე ჰყავს: ირაკლი ხმალაძე (ვიცემერი), ირაკლი ბენდელიანი, მაია ბითაძე და ილია ელოშვილი.

ილია ელოშვილი 2012-2016 წლებში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო. 2011-2012 წლებში – ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტიის, Tetra Tech Inc-ის ხელმძღვანელის მოადგილე.

მასალების გადაბეჭდვის წესი