ახალი ამბები

2017 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 12.8%-ით გაიზარდა

19 დეკემბერი, 2017 • 1755
2017 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 12.8%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9563.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 12.9%-ით აღემატება. 9563.8 მლნ აშშ დოლარიდან ექსპორტი  2439.7 მლნ. აშშ დოლარია. იმპორტმა მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში 7124.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქსტატის წინასწარი მონცემებით, 2017 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 27%-ით გაიზარდა, იმპორტის ზრდამ კი 8.8% შეადგინა.

2017 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.5% შეადგინა. საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი არიან.

ფოტო: საქსტატი

რაც შეეხება საექსპორტო საქონელს, საექსპორტო ათეუში პირველ ადგილს სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებენ. მეორე ადგილს- ფეროშენადნობები, მესამე ადგილს კი, მსუბუქი ავტომობილები.

ფოტო: საქსტატი

 

2017 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2565.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი წინა წლის მონაცემს 3%-ით აღემატება. 2017 წლის იანვარ-ნოემბერში ევროკავშირში ექსპორტი 12.8%-ით არის გაზრდილი.

ფოტო: საქსტატი

მასალების გადაბეჭდვის წესი