ახალი ამბები

“საქართველოს ბანკის” დაყაჩაღებაში ბრალდებული დააკავეს

19 დეკემბერი, 2017 • 1657
“საქართველოს ბანკის” დაყაჩაღებაში ბრალდებული დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, “საქართველოს ბანკის” დაყაჩაღებაში ბრალდებული დააკავეს. უწყების ცნობით, ყაჩაღობაში ბრალდებული  წერეთლის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიჭრა, მოლარე-ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

“სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი და გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც რვიდან თორმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი