ახალი ამბები

რეგიონებში ინგლისურის უფასოდ შესწავლას იუსტიციის სახლებში შეძლებთ

19 დეკემბერი, 2017 • 2109
რეგიონებში ინგლისურის უფასოდ შესწავლას იუსტიციის სახლებში შეძლებთ

საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებლებს საშუალება ექნებათ იუსტიციის სახლებში ინგლისური ენა უფასოდ შეისწავლონ. შესაბამის სამმხრივ შეთანხმებას ხელი მიხეილ ჩხენკელმა, თეა წულუკიანმა და ბრიტანეთის საბჭოს ხელმძღვანელმა ზაზა ფურცელაძემ მოაწერეს.

ინგლისური საზოგადოებრივი ჩართულობისა და დასაქმებისთვისპროექტის ფარგლებში, ინგლისური ენის მასწავლებელთა ტრენერებისთვის დახელოვნების ორი კურსი ჩატარდება და ინგლისური ენის 22 მასწავლებელი დიდ ბრიტანეთში  ერთკვირიან სტაჟირებას გაივლის. 

გარდა ამისა, განათლების სამინისტროს ცნობით, საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში ინგლისური ენის ექვსი კლუბი  მოეწყობა, სადაც, ეროვნული უმცირესობების   წარმომადგენელი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებიდან ბავშვები, სრულიად უსასყიდლოდ დაესწრებიან კლასგარეშე გაკვეთილებს, ისარგებლებენ რესურსცენტრში არსებული წიგნებით, ონლაინ რესურსებით, აუდიო თუ ვიდეომასალით და მონაწილეობას მიიღებენ  ინგლისური ენის კონკურსებში.  ინგლისური ენის კლუბებში, ადგილობრივი მასწავლებლების პროფესიული კომპეტენციების გაუმჯობესების მიზნით, ასევე მოეწყობა  ინგლისური ენის პროფესიული ტრენინგსემინარები.

პროექტის ფარგლებში გადამზადებული ტრენერები საქართველოს მასშტაბით პედაგოგებს გადაამზადებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი