ახალი ამბები

რუსთავში ხანძრის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა

19 დეკემბერი, 2017 • 2240
რუსთავში ხანძრის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა

რუსთავში ხანძრის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შევიდა შეტყობინება, რომ რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე, ხუთსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ცეცხლის ქრობის პარალელურად, ჯამში, 25-ზე მეტი ადამიანის უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა მოხერხდა, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნები. საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 3 ადამიანი გარდაიცვალა,”-წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქმეზე გამოძიება 187-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი