ახალი ამბები

მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ #51 სკოლასთან მკვლელობის საქმეზე ადამიანები კვლავ დაკითხონ

18 დეკემბერი, 2017 • 2261
მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ #51 სკოლასთან მკვლელობის საქმეზე ადამიანები კვლავ დაკითხონ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი 51-ე სკოლასთან ორი მოზარდის მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, გამოძიებამ კიდევ დაკითხოს გარკვეული პირები.

“გამოძიება გრძელდება. თუ გამოძიების პროცესში აუცილებელი იქნება დამატებით იმ პირთა დაკითხვა, ვისაც შესაძლოა ფაქტებთან დაკავშირებით ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია ჰქონდეს, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ, რომ ეს პირები დაიკითხებიან,”- განაცხადა მან.

ნეტგაზეთის კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია.

“ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, გამოძიება მიმდინარეობს და არაფერია გამორიცხული,” – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი