ახალი ამბები

ნათია თოდუა გერმანული “ვოისის” გამარჯვებულია

18 დეკემბერი, 2017 • 6398
ნათია თოდუა გერმანული “ვოისის” გამარჯვებულია

ქართველი მომღერალი ნათია თოდუა გერმანული “ვოისის” მეშვიდე სეზონის გამარჯვებული გახდა.”ვოისი” არის სატელევიზიო სიმღერის კონკურსი, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში არის პოპულარული.

21 წლის ნათია თოდუა გალის რაიონიდან არის, ამჟამად კი გერმანიაში ცხოვრობს. ოქტომბერში ნათია თოდუამ “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანიაში ორი წლის წინ “ოპერის” პროგრამით ჩამოვიდა, რაც გერმანიაში ცხოვრებას და კონკრეტული ოჯახისთვის ბავშვების მოვლაში დახმარებას გულისხმობს. იგი ამბობს, რომ გერმანულ “ვოისში” მონაწილეობა მას სწორედ ამ ოჯახმა შესთავაზა.

ვიდეო: ნათია თოდუას პირველი გამოსვლა გერმანულ “ვოისში”:

მასალების გადაბეჭდვის წესი