“იმპიჩმენტის მარში” კიევში და შეტაკება პოლიციასთან [ფოტორეპორტაჟი]

პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტისა და გენერალური პროკურორის გადადგომის მოთხოვნით 17 დეკემბერს კიევში “იმპიჩმენტის მარში” გაიმართა.

როგორც “რადიო თავისუფლება” იუწყება, მარშში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა, პოლიციასთან შეტაკება კი მოხდა მას შემდეგ, რაც მონაწილეთა ნაწილმა თავისუფლების მოედნის მახლობლად მდებარე ოქტომბრის საკონცერტო დარბაზის დაკავება სცადა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა განაცხდა, რომ ამ შენობაში შტაბის გამართვას გეგმავდნენ. პოლიციამ მომიტინგეებს შენობაში შესვლის უფლება არ მისცა და მათ წინააღმდეგ ცეცხლმაქრები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

პოლიციამ განაცხადა, რომ  მომიტინგეები ისროდნენ მაშხალებს, ასევე იყენებდნენ “უცნობ გაზს” და წყლის ბოთლებს. მათივე განცხადებით, დაშავდა ეროვნული გვარდიის 15 წევრი და პოლიციის 17 თანამშრომელი, რომლებიც უცნობი ნივთიერებით მოწამვლის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიცია ასევე აცხადებს, რომ დაიწყო გამოძიება მუნიციპალური შენობის დაკავების მცდელობის გამო.

სააკაშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, რომ მან მომიტინგეებს მიმართა, დაეტოვებინათ ტერიტორია, რადგან პროვოკაციის მცდელობა იყო:

“მცდელობა იყო პროვოკაციის და ძალადობის და ჩვენი გზა არ არის ძალადობრივი. არ შეიძლება ძალადობის დაშვება. ამიტომ, თქვენ ნახეთ, რომ ხალხს მოვუწოდე, რომ წამოვსულიყავით იქიდან და აქაც ვუთხარი, რომ არასოდეს ჩვენ არანაირ შეტაკებაში მონაწილეობას არ ვიღებთ და წერტილი. ეს არის  ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ჩემი პრინციპი,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მომიტინგე ითხოვს პოროშენკოს გადადგომას. კიევი, უკრაინა. EPA-EFE/SERGEY DOLZHENKO

სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები იმპიჩმენტის მარშზე. კიევი, უკრაინა EPA-EFE/SERGEY DOLZHENKO

მომიტინგეების შეტაკება პოლიციასთან ოქტომბრის სასახლის შესასვლელში. ფოტო: EPA-EFE/STEPAN FRANKO

მომიტინგეების შეტაკება პოლიციასთან ოქტომბრის სასახლის შესასვლელში. ფოტო: EPA-EFE/STEPAN FRANKO

მომიტინგეების შეტაკება პოლიციასთან ოქტომბრის სასახლის შესასვლელში. ფოტო: EPA-EFE/STEPAN FRANKO

მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავს ფოტო: EPA-EFE/SERGEY DOLZHENKO

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი