სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე ძიუდოისტთა მასტერსის ტურნირიდან საქართელო სამი ოქროს მედლით ბრუნდება.
ქართველმა ძიუდოისტებმა მასტერსზე, ჯამში, 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.
ოქრო – ბექა ღვინიაშვილი (-90კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ), გურამ თუშიშვილი (+100კგ).
ვერცხლი – ლაშა შავდათუაშვილი (-73კგ).
ბრინჯაო – ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ).