ახალი ამბები

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური ჩატარდება

17 დეკემბერი, 2017 • 1945
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური ჩატარდება

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური ჩატარდება. მეორე ტურში ორი კანდიდატია – დავით ასათიანი და ლევან ჯანაშია.

ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებს, რომელიც 10 დეკემბერს თბილისში გაიმართა, არჩევნების გაყალბების შესახებ დაპირისპირები და ბრალდებები მოჰყვა. დამკვირვებლების შეფასებით კი, არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე რეგისტრაცია გაიარა 2324-მა ადვოკატმა, ხოლო კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 2048 დელეგატმა. ყველაზე მეტი – 1128 ხმა მიიღო ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ასათიანმა. მეორე ადგილზე გავიდა ლევან ჯანაშია 632 ხმით.

ჟურნალისტებთან ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ივანე პეტრიაშვლმა განაცხადა, რომ რადგან ვერც ერთმა მონაწილემ ვერ დააგროვა ხმათა ნახევარზე მეტი, მეორე ტური დაინიშნება.

“თავმჯდომარესთან დაკავშირებით შედგება მეორე ტური. მეორე ტურში გადის ორი საუკეთესო შედეგის  მქონე კანდიდატი, ჩვენს შემთხვევაში ესენი არიან ბატონები, დავით ასათიანი და ლევან ჯანაშია. ბატონმა დავითმა მიიღო 1129 ხმა, ხოლო ბატონმა ლევანმა – 635. კრებაზე მონაწილეთა ნახევარზე მეტი ვერ დააგროვა ვერც ერთმა, აქედან გამომდინარე, კომისიამ დანიშნა მეორე ტური,“ – განაცხადა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ივანე პეტრიაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი