გელათის მონასტრის სრული რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2017 წლის 14 დეკემბერს გამოაცხადა 1 349 075 ლარის ღირებულების ტენდერი, რომელიც გელათის ღვთისმშობლის ტაძრის სრული რეაბილიტაციისთვის აუცილებელ ქმედებების ითვალისწინებს.

პროექტი მსოფლიო ბანკის დონორობით განხორციელდება.

ფონდის განცხადებით, პროექტი ითვალისწინებს გელათის მონასტრის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს, რომლის მიზანია გელათის ღვთისმშობლის ტაძრის სრული რეაბილიტაციისთვის აუცილებელი ქმედებების განხორციელება, კერძოდ:

  • ტაძრის ეკვდერების კარნიზების რეაბილიტაცია.
  • ეკვდერების მოჭიქული კრამიტით გადახურვა
  • გამოვლენილი ისტორიული ლორფინის აღდგენა
  • აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ ცოკოლის რეაბილიტაცია
  • ტაძრის სადრენაჟო სისტემის რეაბილიტაცია

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პროექტი სამუშაოების დაწყებიდან 8 თვეში უნდა დასრულდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი