ლიტერატურული კონკურის, “წეროს” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

დღეს, 15 დეკემბერს ლიტერატურული კონკურსის, “წერო 2017”-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

მკითხველთა შეფასებების მიხედვით სამი გამარჯვებული გამოვლინდა:

პირველი პრემია: ვერცხლის წერო და 4000 ლარი – ლია ლიქოკელი
მეორე პრემია: 2000 ლარი – ნათია როსტიაშვილი
მესამე პრემია: 1000 ლარი – დავით გორგილაძე, 
ჟიურის რჩეული – დავით გორგილაძე
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს რჩეულები – თეა თოფურია, დავით ზურაბიშვილი, ნათია როსტიაშვილი.

სხვადასხვა დროს, „წეროს“ გამარჯვებულები არიან:

2006წ. – ვანო ჩხიკვაძე (პროზა);
2007წ. – ნათია ნაცვლიშვილი (პოეზია);
2007წ. – ბაჩო კვირტია (პროზა);
2008წ. – დიანა ანფიმიადი (პოეზია);
2008წ. – ირმა ტაველიძე (პროზა);
2010წ. – მარი ბექაური (პროზა);
2014წ. – ნათია როსტიაშვილი (პროზა);
2015წ. – ლია ლიქოკელი (პროზა);
2016წ. – მიშა ბახსოლიანი (პროზა).

ლიტერატურული კონკურსი “წერო” საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. კონკურსის ორგანიზატორია ელექტრონული წიგნების ინტერნეტ მაღაზია lit.ge და ფარმაცევტული კომპანია GPC. „წერო“ ინტერნეტსივრცეში, ელექტრონული წიგნების ვებ–გვერდზე lit.ge ჩატარდა. კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობდა: პირველ ეტაპზე 300-მდე საკონკურსო ნაწარმოებიდან ხუთი ადამიანისგან შემდგარმა ჟიურიმ (ლევან ბერძენიშვილი, სალომე ბენიძე, შოთა იათაშვილი, მარი ბექაური, გაგა ლომიძე,) 18 საუკეთესო დაასახელა. მეორე ეტაპზე შერჩეულ ნაწარმოებებს აფასებს და გამარჯვებულს გამოავლენს მკითხველი. ნაწარმოებების შეფასების გარდა, ვებ-გვერდზევე მკითხველებს საშუალება აქვთ, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ნაშრომის შესახებ. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი