ახალი ამბები

2017 წლის ნოემბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 24.8%–ით გაიზარდა

15 დეკემბერი, 2017 • 1760
2017 წლის ნოემბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 24.8%–ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 2017 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 24.8 პროცენტით  მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2017 წლის ნოემბერში შემოსული ნაკადების რაოდენობა წინა წლის ნოემბერთან შედარებით 24.3 მილიონი აშშ დოლარით მეტია და მან 122 100 000 აშშ დოლარი (326.3 მლნ ლარი) შეადგინა.

ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე მოდიოდა გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.2 პროცენტი.

ფულადი გზავნილები უცხოეთიდან 2017
Infogram

ეროვნული ბანკის ცნობით, 2017 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ გაგზავნილი ფულის მოცულობა გაიზარდა. შარშან ნოემბერში 17.1 მლნ აშშ დოლარი (42.3 მლნ ლარი) გააგზავნეს საზღვარგარეთ, ხოლო წელს- 9.9 მლნ აშშ დოლარი (53.1 მლნ ლარი).

მასალების გადაბეჭდვის წესი