ახალი ამბები

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 20 წითელი ავტომობილი 728 822 ლარად შეიძინა

15 დეკემბერი, 2017 • 4875
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 20 წითელი ავტომობილი 728 822 ლარად შეიძინა

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაღალი გამავლობის, „სუზუკი ვიტარას“ მარკის 20 წითელი მსუბუქი ავტომობილი 728 822 ლარად შეიძინა.

ავტომობილების შეძენაზე ელექტრონული ტენდერი 2017 წლის ივლისში გამოცხადდა და მასში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო – სს „ფრანს ავტომ“ და შპს „ჯი-თი მოტორსმა“. ტენდერში „ჯი-თი მოტორსმა“ გაიმარჯვა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსებისა და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორის, ნოდარ ჭიჭინაძის განცხადებით, ერთი ავტომობილი 36 441 ლარი და 60 თეთრი დაჯდა. მისი თქმით, ეს რეალურ საბაზრო ფასზე 12 ათასი ლარით ნაკლებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი