ახალი ამბები

რელიგიის სააგენტოს შესაძლო გაუქმებაზე მთავრობაში კომენტარს არ აკეთებენ

15 დეკემბერი, 2017 • 2016
რელიგიის სააგენტოს შესაძლო გაუქმებაზე მთავრობაში კომენტარს არ აკეთებენ

საინფორმაციო სააგენტო IPN ავრცელებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გაუქმდეს.

აღნიშნულის შესახებ, როგორც სააგენტო წერს, მათთვის არაოფიციალურად გახდა ცნობილი.

“ჯერჯეორბით არ გვაქვს [ინფორმაცია]. მთავრობის სხდომაზე თუ იყო დისკუსია, არ ვიცით”, – განუცხადა ნეტგაზეთს სააგენტოს წარმომადგენელმა ლელა ფირალიშვილმა.

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს და ჰკითხა, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ზემოხსენებული ინფორმაცია?  “კომენტარს არ ვაკეთებთ”,- ასე გვიპასუხეს პრესსამსახურში.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 2014 წელს შეიქმნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი