საქართველოდან წარდგენილი ფილმი “ოსკარის” ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა

ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის დაჯილდოებაზე ნომინანტ 9 ფილმს შორის ვერ მოხვდა საქართველოს მიერ წარდგენილი ფილმი “საშიში დედა”.

14 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, “საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის” კატეგორიაში წარსადგენად პირველ ეტაპზე 9 ფილმია შერჩეული. შერჩევის მეორე ეტაპზე ამ 9 ფილმიდან დაასახელებენ აღნიშნულ კატეგორიაში წარსადგენად ნომინირებულ ფილმებს.

  • არაჩვეულებრივი ქალი [Una mujer fantástica] – სებასტიან ლელიო/არგენტინა
  • არსაიდან[Aus dem Nichts] – ფატი აკინი/გერმანია
  • ხორცისა და სულის შესახებ  [Testről és lélekről] – ილდიკო ენეიდი/უნგრეთი
  • სოქსტროტი [פוֹקְסטְרוֹט] – სამუელ მაოზი/ისრაელი
  • შეურაცხყოფა [L’insulte] – ზიად დუერი/ლიბანი
  • უსიყვარულო [Нелюбовь] – ანდრეი ზვიაგინცევი/რუსეთი
  • ფელიციტი [Félicité] – ალენ გომისი/სენეგალი
  • ჭრილობა [The Wound] – ჯონ ტრენგოვი/სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
  • კვადრატი [The Square] – რუბენ ოსტლუნდი/შვედეთი

ფილმების შერჩევის პირველ ეტაპზე 92 ფილმი მონაწილეობდა. კინოაკადემიის დაჯილდოების ნომინანტ ფილმებს ჟიური 2018 წლის იანვრის ბოლოს დაასახელებს.

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ცხრაწევრიანი ჟიურის გადაწყვეტილებით, ამერიკის კინოაკადემიის 2017 დაჯილდოვებისთვის ანა ურუშაძის ფილმი “საშიში დედა” 2017 წლის 30 აგვისტოს გააგზავნა. ჟიურიმ არჩევანი 4 ფილმს შორის გააკეთა:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com