ახალი ამბები

ხონის მუნიციპალიტეტის ტექნიკის უკანონოდ გაქირავების ბრალდებით საჯარო მოხელე დააკავეს

15 დეკემბერი, 2017 • 1732
ხონის მუნიციპალიტეტის ტექნიკის უკანონოდ გაქირავების ბრალდებით საჯარო მოხელე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კომერციული მოსყიდვის ბრალდებით, ხონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის დირექტორი დააკავეს.

გამოძიების ცნობით, დაკავებულმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, პირადი გამორჩენის მიღების მიზნით, ორგანიზაციის ბალანსზე არსებული მუნიციპალიტეტის კუთვნილი საგზაო ტექნიკით – გრეიდერით სარგებლობის სანაცვლოდ, ფიზიკურ პირს, ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, უკანონოდ გამოართვა 2 000 ლარი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის  221-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი