საქართველოს ფეხბურთელთა 21-წლამდე ნაკრების მწვრთნელად გიორგი ცეცაძე დაინიშნა

საქართველოს ფეხბურთელთა 21-წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელად გიორგი ცეცაძე დაინიშნა. ახალგაზრდულ ნაკრების ახალი მწვრთნელის თანაშემწეები თემურ ლორთქიფანიძე და ზურაბ ხიზანიშვილი იქნებიან.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, მხარეებს შორის ხელშეკრულება დღეს, 14 დეკემბერს, გაფორმდა. ახალგაზრდული ნაკრების ახალი მწვრთნელი ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა წარადგინა.

გიორგი ცეცაძე ბოლოს საფეხბურთო კლუბ “სამტრედიის” მთავარი მწვრთნელი იყო, რომელთან ერთადაც ჯერ საქართველოს ჩემპიონი გახდა, მოგვიანებით კი – სუპერთასიც მოიგო. 43 წლის სპეციალისტმა “სამტრედია” მიმდინარე წლის სექტემბერში დატოვა.

2013 წელს გიორგი ცეცაძის მიერ გაწვრთნილი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა.

გიორგი ცეცაძე და ალექსანდრე იაშვილი. ფოტო: GFF

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.