ისტორიული გარიგება – დისნეი კომპანია “21st Century Fox”-ს ყიდულობს

კომპანია “Disney” კორპორაცია “21 Century Fox”-ს ყიდულობს. ისტორიული გარიგება, რომელშიც 52.4 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, ჰოლივუდის ორ უდიდეს მოთამაშეს გააერთიანებს.

CNN-ის ცნობით, “Disney”-ის საკუთრებაში გადადის ფილმების სტუდია “XX century Fox”, საკაბელო ტელევიზია “FX” და შემეცნებითი ტელეკომპნია “National Geographic”. გარიგების ფარგლებში, კორპორაციის მფლობელმა რუპერტ მერდკომა ასევე გაყიდა ტელეკომპანია “Sky”-ის 39%-იანი წილი.

გარიგების პირობებით ამერიკული სამაუწყებლო კომპანია “Fox”, რომელიც ახალი ამბების, ბიზნესის და რამდენიმე სპორტულ ტელეარხს მოიცავს, ძველი მფლობელის, რუპერ მერდოკის ხელში დარჩება და ახალ გაერთიანებად ჩამოყალიბდება.

“21st Century Fox”, მედიამაგნატ რუპერტ მერდოკის გადაწყვეტილებით, 2013 წელს დაფუძნდა, რის შემდეგაც დიდი ისტორიის მქონე კინოსტუდია და რამდენიმე ტელეარხი გააერთიანა. “Disney” კი, რომელიც სპეციალისტების შეფასებით, უდიდესი მედიაიმპერიის შექმნისაკენ ისწრაფვის, 1923 წლიდან იღებს სათავეს. ის უდიდესი ბიუჯეტის მქონე სტუდიაა აშშ-ის მასშტაბით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან