ახალი ამბები

ვლადიმერ პუტინმა აშშ-თან ურთიერთობის დალაგების იმედი გამოთქვა

14 დეკემბერი, 2017 • 1430
ვლადიმერ პუტინმა აშშ-თან ურთიერთობის დალაგების იმედი გამოთქვა

ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპთან ურთიერთობის დალაგების იმედი გამოთქვა. ამის შესახებ განცხადება მან დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე გააკეთა. პუტინის შეხვედრა ჟურნალისტებთან “როსია 24”-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

“Russia Today”-ს ჟურნალისტის კითხვაზე, ინგლისურ ენაში “შენსა” და “თქვენს” შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში, როგორ მიმართავდა პუტინი ტრამპს, პრეზიდენტი პასუხობს, რომ დიდი ალბათობით ტრამპს “შენობით” მიმართავდა. გარდა ამისა, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაზე საუბრისას, პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში ორ ქვეყანას შორის კონტაქტი დალაგდება.

“მე და ტრამპი ერთმანეთს სახელებით მივმართავთ. მე არ ვიცი, გადავიდოდით თუ არა “შენ-ზე”, თუმცა, დიდი ალბათობით, კი. ჩვენ კარგად არ ვიცნობთ ერთმანეთს, მხოლოდ რამდენიმე პატარა შეხვედრა და ორი სატელეფონო საუბარი გვქონდა, მაგრამ სამუშაო კონტაქტი აუცილებელია  ორ ადამიანს შორის, რომლებიც დაკავებულნი არიან იმ მოღვაწეობით, რაც მათ ამომრჩეველმა დააკისრა. მე იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში მას ექნება რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორების შესაძლებლობა და ამ ნაწილში ის მიჰყვება თავის ადრინდელ დაპირებებს,” – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი