ახალი ამბები

საახალწლო გარევაჭრობისთვის თბილისში რამდენიმე ადგილი გამოიყო

14 დეკემბერი, 2017 • 2019
საახალწლო გარევაჭრობისთვის თბილისში რამდენიმე ადგილი გამოიყო

დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში გარევაჭრობისთვის რამდენიმე სპეციალური ადგილი გამოიყო. გარევაჭრობა დედაქალაქში შესაბამის ადგილებზე 18 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით იქნება ნებადართული.

კერძოდ, საახალწლო გარევაჭრობისთვის ადგილები დედაქალაქში შემდეგ მისამართებზე გამოიყო:

[red_box]ლდანი-ნაძალადევი[/red_box]

  • მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორია; მარატ ნოზაძის ქუჩა;
  • მუხიანი: დუმბაძის გამზ. II მრ/რ;
  • თემქა: ყოფილი V სამშობიაროს მიმდებარედ;
  • გურამიშვილის გამზირი.

[red_box]დიდუბე[/red_box]

  • „დინამოს“ ბაზის მიმდებარედ: პაიჭაძის და მიქელაძის ქუჩების კვეთა;
  • დიდუბის მეტროს მიმდებარედ (ოკრიბა): ტრანსპორტის ქუჩა;
  • დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ: წინამძღვრიშვილის, აბასთუმნისა და თევდორე მღვდლის ქუჩები.

[red_box]ვაკე-საბურთალო[/red_box]

  • „დელისის“ მეტროს მიმდებარედ;
  • მეტრო „ვაჟა-ფშაველას“ მიმდებარედ;
  • ყოფილი საბურთალოს ბაზრის მიმდებარედ: შარტავას ქუჩა;
  • სპორტის სასახლის მიმდებარედ.

[red_box]ისანი-სამგორი[/red_box]

  • ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ: მეველეს ქუჩა;
  • ვაზისუბანი: I მრ/რ. მე-12 კორპუსის მიმდებარედ;
  • ვაზისუბანი: ვ. კუპრაძის ქუჩა N10;
  • მეტრო „ვარკეთილის“ მიმდებარედ: ჯავახეთის ქუჩა.

დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, აღნიშნულ ადგილებზე უსაფრთხოებასა და ზედამხედველობას მერიის შესაბამისი სამსახურები განახორციელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი