პაციენტის მუცელში 25 წლის წინ ოპერაციისას დატოვებული პინცეტი იპოვეს

საქართველოში პაციენტის მუცელში 25 წლის წინ გაკეთებული ოპერაციის დროს ჩატოვებული პინცეტი აღმოაჩინეს.

აღნიშნული ინფორმაცია “ინოვას” კლინიკის ონკოქირურგმა ირაკლი თოდუამ “ნეტგაზეთს” დაუდასტურა.

“პაციენტს გაუკეთდა 25 წლის წინ ოპერაცია, ნაღვლის ბუშტი ამოიჭრა და იყო დატოვებული პინცეტი. არაფერი აწუხებდა პაციენტს, სხვა პათოლოგიის გამო დასჭირდა ოპერაცია ახლა”, – განაცხადა ირაკლი თოდუამ.

ექიმის თქმით, გამოკვლევაზე მისულ პაციენტს მუცლის ღრუში პინცეტი აღმოაჩნდა, რომელიც ოპერაციის შედეგად ამოუღეს.

პაციენტის მუცელში დატოვებული პინცეტი.

პაციენტის მუცელში დატოვებული პინცეტი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com