ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. ახალი ოფიციალური კურსით ლარი აშშ დოლართან თითქმის 5 თეთრით, ევროსთან კი 6 თეთრით გამყარდა. ხვალ, 14 დეკემბერს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.57 ლარი იქნება. ერთი ევროს ოფიციალურმა ღირებულებამ 3.02 ლარი შეადგინა.